სოფელ ინგირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
სოფელ ინგირის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მოსახლეობის საცხოვრებლების მიერთებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.