სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა
სოფელ გუმათში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა.
„ქართული მარში“ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. ისინი ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ესაუბრებიან.
ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღნიშნა, აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამახვანში მისცენ. გოლეთიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება.
სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან საპოლიციო ძალები. მათ სოფელ გუმათიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.