სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამახვანში მისცენ. გოლეთიანი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება.

სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან საპოლიციო ძალები. მათ სოფელ გუმათიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ამ დრომდე რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.