სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დილიდან განახლდა
სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დღეს დილიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა, რასაც ჰესის მოწინაღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხმელიძის განცხადებით, მათ რკინის ბარიერები დილიდან დახვდათ აგებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რასთან დაკავშირებით მოხდა ბარიერების განთავსება.
აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა, სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა მათი თქმით, იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.