სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრის პერიმეტრსა და ხის კონსტრუქციებზე დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები.
ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით, მოპირკეთდა 5 სმ. სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარები და სარკმელები. ტაძრის ფასადები კი, კირხსნარით დამუშავდა.