სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

16:31, 17.10.2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრის პერიმეტრსა და ხის კონსტრუქციებზე  დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები.

ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით, მოპირკეთდა 5 სმ. სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარები და სარკმელები. ტაძრის ფასადები კი,  კირხსნარით დამუშავდა.

 

მსგავსი