სოფელ ღვანკითში 18 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სოფელ ღვანკითში 18 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 18 საეჭვო პირის ანალიზზე უარყოფითი პასუხია, -ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

„ამ დროისთვის ლაბორატორიამ სოფელ ღვანკითიდან 36 პირი გამოიკვლია და მათგან „კოვიდ 19“ „პისიარ“ კვლევით ორს დაუდასტურდა, ხოლო ათ პირთან არის ანტისხეულების ტესტით გამოვლენილი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა”, – განაცხადა გიორგიძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულებთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა ღვანკითში დღესაც გრძელდება.