ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტადან 35 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ19“ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, სავარაუდოდ, შაბათ-კვირას მოიხსნება.
შეგახსენებთ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტას გარდა, სოფელ მუშევანშიც მოქმედებს.
ბოლნისში სულ კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა. 114 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.