დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, სადაც დღეს ორი პირი დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაპირისპირების შედეგად დმანისში დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი მკურნალობას თბილისში აგრძელებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, ის წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა სოფელ განთიადში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტატუაშვილი ძალადობაში განთიადის მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს დავით დათუაშვილს ადანაშაულებს. ასევე, ტატუაშვილი აცხადებს, რომ არ ენდობა გამოძიებას და საგამოძიებო მოქმედებაში მათი პარტიის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან იყო პროვოცირებული. განთიადის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მათ ჩხუბი არ დაუწყიათ და დაზარალებული თავად არის, რადგან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რაც შეეხება ბრალდებებს შვილთან დაკავშირებით, მიხეილ დაუთაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ინციდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია.
დღეს დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.