დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს 
დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს 

დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი  გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, ის წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა სოფელ განთიადში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრები მივიდნენ, მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი, ჭრილობები ხელის და სახის არეში აქვთ მიყენებული.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია და სურთ, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებას დაელოდებიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.