სოფელ დვაზუბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.