სოფელ დვაზუბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა

20:57, 12.11.2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ​ავტოსაგზაო შემთხვევ​ა მოხდა. 40 წლამდე ასაკის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი