სოფელ ჭუბერში მოსახლეობას მესტიის გამგებელი შეხვდა
სოფელ ჭუბერში მოსახლეობას მესტიის გამგებელი შეხვდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მოსახლეობას მესტიის გამგებელი კაპიტან ჟორჟოლიანი შეხვდა.

მოსახლეობა „ნენსკრა ჰესის“ სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და სოფლის გზებისა და ხიდების შეკეთებას, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების ბოძების შეცვლას ითხოვს.

მათი თქმით, ამ პრობლემების მოგვარებას მათ წინასაარჩევნოდ შეჰპირდნენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნენსკრა ჰესის“ ადმინისტრაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბერში აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის ბოძების გამოცვლას ითხოვდნენ. მათ გზა გადაკეტეს, პოლიცია გზის გახსნას შეეცადა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებული გათავისუფლებულია.