სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ იკლო 
სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ იკლო 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადიდებულ მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ იკლო.

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს მდინარის მიერ დაზიანებული ყარ-სგურიშის დამაკავშირებელი ხიდი. ხიდზე მანქანების მოძრაობა შეუძლებელია, თუმცა მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებიან.

დღეს ადიდებულმა ნესკრამ დამბა გაარღვია. მომხდარის გამო, სოფლის ტერიტორიის ნაწილი დაიტბორა, თუმცა წყალს უშუალოდ მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.