ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის დღეს მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.
სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.