ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის დღეს მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი

11:39, 30.08.2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

სოფელ ჩორჩანაში იმყოფებიან შსს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

მსგავსი