სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ფოთის ჰოსპიტალიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში 20:49 წუთზე გადაიყვანეს, თუმცა იგი სამედიცინო დაწესებულებისაში მიყვანის დროს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
მაშველებმა მძღოლი სამ საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს.