საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა არბოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პროექტირება უკვე დასრულებულია, სამუშაოებზე ტენდერი კი, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. პროექტის ფარგლებში, სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ეზო მოეწყობა. განახლდება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.