სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

11:52, 22.02.2019

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა არბოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პროექტირება უკვე დასრულებულია, სამუშაოებზე ტენდერი კი,  უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. პროექტის ფარგლებში,  სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და  ეზო მოეწყობა. განახლდება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

მსგავსი