სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა
სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა.

ამის შესახებ „როიტერისა“ და „იპსოსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

სოციოლოგიური გამოკითხვა 7 და 8 იანვარს ჩატარდა. კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის, ვინც ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცა ხმა, ათიდან შვიდი რესპონდენტი მოქმედი პრეზიდენტის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის წინააღმდეგ გამოდის.

ამასთან, გამოკითხულთა 70 პროცენტამდე უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს 6 იანვრის მოვლენებამდე, რა დროსაც მან აქციაზე მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მსვლელობის გამართვისკენ მოუწოდა.