სოციალურმა მუშაკებმა სისტემური ცვლილებების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს.
განცხადება 20 პუნქტს მოიცავს და თითოეულში დასაბუთებულია, რატომ არის საჭირო ცვლილებების განხორციელება. 20-პუნქტიან განცხადებაში სოციალური მუშაკები ითხოვენ, შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა. დაუყოვნებლივ შეიქმნას რეაგირების ჯგუფი მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ასევე დაუყოვნებლივ გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურ მუშაკთა შეშფოთება გამოიწვია სერვისცენტრებში არსებულმა რთულმა ვითარებამ და ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სააგენტოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრების თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერა. მიზეზად ისინი გაზრდილ მომართვიანობასა და საქმეების დიდ რაოდენობას ასახელებდნენ, რომელზე მუშაობასაც თანამშრომელთა შემცირებული რაოდენობა არ ყოფნიდა.
გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრებიდან 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ოთხი სოციალური მუშაკი დაითხოვეს.