სოციალურმა მუშაკებმა სისტემური ცვლილებების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს წერილით მიმართეს

16:27, 08.02.2019

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს.

განცხადება 20 პუნქტს მოიცავს და თითოეულში დასაბუთებულია, რატომ არის საჭირო ცვლილებების განხორციელება. 20-პუნქტიან განცხადებაში სოციალური მუშაკები ითხოვენ, შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა. დაუყოვნებლივ შეიქმნას რეაგირების ჯგუფი მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ასევე დაუყოვნებლივ გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალურ მუშაკთა შეშფოთება გამოიწვია სერვისცენტრებში არსებულმა რთულმა ვითარებამ და ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სააგენტოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრების თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები დაწერა. მიზეზად ისინი გაზრდილ მომართვიანობასა და საქმეების დიდ რაოდენობას ასახელებდნენ, რომელზე მუშაობასაც თანამშრომელთა შემცირებული რაოდენობა არ ყოფნიდა.

გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრებიდან 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ოთხი სოციალური მუშაკი დაითხოვეს.

 

მსგავსი