სოციალური მუშაკებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოციალური მუშაკებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, სოციალური მუშაკებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და ამ პროცესში სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება, ასევე, სოციალური მუშაობის გაძლიერება, სტანდარტები, მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელება.

„პირველ დღეს ძირითადი აქცენტი დაეთმო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შესახებ ერთიანი ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობას, ასევე, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში სოციალური მუშაობის გაძლიერებას, ხოლო მეორე დღეს, უკვე სოციალური მუშაობის გაძლიერებას, შემთხვევის მართვის მნიშვნელობასა და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ #26 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხილვას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

​შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, მულტიდისციპლინური ჯგუფის სოციალური მუშაკები სხვადასხვა რეგიონიდან და ამ დარგის ექსპერტები. ორდღიან შეხვედრაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დეინსტიტუციონალიზაცია და სოციალური მუშაკის როლი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში“ შეფასდა პროცესის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ შშმ ბავშვებისთვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის საერთაშორისო გამოცდილებას, ამ მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციასა და რეკომენდაციებს.

„აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებიდან ბავშვის ოჯახურ გარემოში დაბრუნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით საყურადღებოა ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ოჯახური გარემო ხელს უწყობს და ეხმარება ბავშვების გონებრივი, ფიზიკური და სოციალურ-ემოციური უნარების უკეთ განვითარებას. ასევე, შეხვედრაზე სიღრმისეულად იქნა განხილული პროფესიული ზედამხედველობის როლი და სამომავლო გეგმები. მონაწილეებმა განიხილეს არსებული ვითარება, გამოწვევები და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები. ორდღიანი შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.