სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყება კომენტარს აკეთებს სოციალური მომსახურების სერვისცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე.
„სამტრედიაში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სერვისცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე, განვმარტავთ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს.
აქვე, დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ექვს წუთში მივიდა. ადგილზე მისულ ეკიპაჟს კი, მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.