სოციალური მომსახურების სააგენტომ მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისთვის მობილური ტელეფონის დამატებითი ნომრები აამოქმედა
სოციალური მომსახურების სააგენტომ მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისთვის მობილური ტელეფონის დამატებითი ნომრები აამოქმედა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოში, მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისათვის, მობილური ტელეფონის დამატებითი ნომრები ჩაირთო.

ბენეფიციარებს, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) და სახელმწიფო გასაცემლების (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიღების საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, სააგენტოს დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე – 599 627 148 (საარსებო შემწეობა); 599 627 142 (საარსებო შემწეობა);  599 627 164 (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია);  599 627 154 (პენსია, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, კომპენსაცია, შშმ პირთა სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია).

სატელეფონო ზარის განხორციელება შესაძლებელი იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

სოციალური მომსახურების სააგენტო ბენეფიციარებს თხოვნით მიმართავს, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ სააგენტოს სერვისცენტრების მომსახურებებით, ასევე, გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით.