სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც პარაპლანით მფრინავებს შორის კონფლიქტია ასახული, შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შსს-დან აცნობეს.

„ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრანის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის.

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სსკ 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, – განაცხადეს შსს-ში.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.  ვიდეოს ახლავს მინაწერი, რომ გუდაურში საქართველოს მოქალაქეებმა სცემეს ეროვნებით რუს მფრინავს.

ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მფრინავს ინციდენტის შედეგად მძიმე დაზიანებები მიაყენეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში არ დაადასტურეს.