სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან კოალიციაში შესვლას დათანხმდა
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან კოალიციაში შევა. შიდაპარტიული გამოკითხვისას სოციალ-დემოკრატებმა აზრი, საკუთარი პარტიის 464 ათას წევრს ჰკითხეს. მათგან კოალიციაში შესვლას 239 604 წევრი მიემხრო, რაც 66.02%-ია. მერკელთან გაერთიანებაზე უარი 123 329 დააფიქსირა, რაც 33,98% -ის შეესაბამება.
ცოტა ხნით ადრე კი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის ფორმირებაზე კენჭისყრა მერკელის პარტიაშიც შედგა. პარტიის 975-მა დელეგატმა, 27-ის წინააღმდეგ ასეთ ალიანსს მხარი დაუჭირა.
2017 წლის 24 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ყველაზე მეტი მანდატი – 246 ადგილი, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ პარტიამ მიიღო. თუმცა ეს 598 მანდატიან ბუნდესტაგში, უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისის წარმოიშვა.
კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა“ და არჩევნების შედეგად, 4-ე და 6-ე ადგილზე გასულ პარტიებთან, წარუმატებლად დასრულდა. რის გამოც, დადგა ხელახალი არჩევნები დანიშვნის საშიშროება. ვითარების გამოსწორებას ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეეცადა, რომელმაც ანგელა მერკელს საკუთარ პარტიასთან არჩევნების შედეგად ოპოზიციაში გადასულ, სოციალ-დემოკრატებთან უშუამდგომლა.
ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ-დემოკრატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკება ჩაშლის პირას არაერთხელ მივიდა. მხარეები საიმიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ მხარეებმა კონსენუსის მიღწევა მხოლოდ თებერვლის დასაწყისში შეძლეს. საბოლოო ბედი კი შიდაპარტიულ გამოკითხვას მიანდეს.