სოციალ-დემოკრატიული პარტია ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან კოალიციაში შესვლას დათანხმდა

13:46, 04.03.2018

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან კოალიციაში შევა. შიდაპარტიული გამოკითხვისას სოციალ-დემოკრატებმა აზრი, საკუთარი პარტიის 464 ათას წევრს ჰკითხეს. მათგან კოალიციაში შესვლას 239 604 წევრი მიემხრო, რაც 66.02%-ია. მერკელთან გაერთიანებაზე უარი 123 329 დააფიქსირა, რაც 33,98% -ის შეესაბამება.

ცოტა ხნით ადრე კი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის ფორმირებაზე კენჭისყრა მერკელის პარტიაშიც შედგა. პარტიის 975-მა დელეგატმა, 27-ის წინააღმდეგ ასეთ ალიანსს მხარი დაუჭირა.

2017 წლის 24 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ყველაზე მეტი მანდატი – 246 ადგილი, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ პარტიამ მიიღო. თუმცა ეს 598 მანდატიან ბუნდესტაგში, უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, გერმანიაში პოლიტიკური კრიზისის წარმოიშვა.

კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა“ და არჩევნების შედეგად, 4-ე და 6-ე ადგილზე გასულ პარტიებთან, წარუმატებლად დასრულდა. რის გამოც, დადგა ხელახალი არჩევნები დანიშვნის საშიშროება. ვითარების გამოსწორებას ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეეცადა, რომელმაც ანგელა მერკელს საკუთარ პარტიასთან არჩევნების შედეგად ოპოზიციაში გადასულ, სოციალ-დემოკრატებთან უშუამდგომლა.

ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და სოციალ-დემოკრატებთან ხანგრძლივი მოლაპარაკება ჩაშლის პირას არაერთხელ მივიდა. მხარეები საიმიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ მხარეებმა კონსენუსის მიღწევა მხოლოდ თებერვლის დასაწყისში შეძლეს. საბოლოო ბედი კი შიდაპარტიულ გამოკითხვას მიანდეს.

 

მსგავსი