სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო
სოჭში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო

სოჭში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დაიწყო. მათ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთეს. რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას სოჭში ჩასვლის გამო მადლობა გადაუხადა, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ვლადიმერ პუტინი გაზის თემასაც შეეხო.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ მალე დავასრულებთ მოლაპარაკებებს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნაზე, რათა რეგიონში ენერგეტიკული ვითარება უფრო სტაბილური და დაბალანსებული გავხადოთ. ვფიქრობ, რომ ეს მომგებიანი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა „მარცვლეულის შეთანხმებაზეც“ და თქვა, რომ რუსული მხარე მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის.

თავის მხრივ, ერდოღანმა მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა პუტინს, ასევე ტყის ხანძრებისა და მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, შეხვედრის დასრულების შემდეგ „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით კონკრეტული განცხადებები იქნება.