სოჭში, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
სოჭში, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბრის მთავარი თემა სირიის ქალაქ იდლიბში არსებული მდგომარეობა იქნება.
შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები პოზიტიურად და სწრაფად ვითარდება. თურქეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამ შეხვედრის შედეგები შესაძლოა, რეგიონისთვის იმედის მომცემი იყოს.
ბოლოს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ათი დღის წინ, რუსეთ-თურქეთისა და ირანის სამიტზე შეხვდნენ.