თურქეთი და რუსეთი სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებაზე შეთანხმდნენ
თურქეთი და რუსეთი სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და რუსეთი სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებაზე შეთანხმდნენ. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთში ჩასვლის მსურველი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემსუბუქდება.

„პუტინთან მოლაპარაკებებზე დაისვა ვიზების საკითხი და მან თქვა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებაზე. ჩვენ გვსურს, ეს საკითხი სრულად მოგვარდეს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ასეც იქნება“, – აღნიშნა ერდოღანმა ბუენოს აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას.