სნუკერში გერმანიის მასტერსი ინგლისელმა მოიგო
სნუკერში გერმანიის მასტერსი ინგლისელმა მოიგო

ბრიტანელი სნუკერისტი, კაირენ უილსონი პრესტიჟული სარეიტინგო ტურნირის – „გერმანიის მასტერსის“ (German Masters) ჩემპიონი გახდა.

დაძაბულ ფინალში 27 წლის ინგლისელმა, თანამემამულე დევიდ გილბერტი დაამარცხა – 9:7. აღსანიშნავია, რომ ფინალის მსვლელობისას, კაირენი 5:7-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი ფრეიმის აღება შეძლო. ჩემპიონმა 80 ათასი ფუნტი გამოიმუშავა, ფინალისტმა – 35 ათასი.

ეს კაირენის კარიერაში, სარეიტინგო ტურნირებში მესამე გამარჯვება იყო. მას მოგებული აქვს 2015 წელს შანხაის „მასტერსი“ (ფინალში ჯად ტრამპი 10:9 დაამარცხა) და 2018 წელს „პოლ ჰანტერ კლასიკი“ (ფინალში პიტერ ებდონს 4:2 მოუგო).