„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, კომპანია პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ სნოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ სოფელ აჩხოტის, სნოს, ახალციხის, ქოსელის, კალკუჩას და ჯუთას აბონენტებს. გაზმომარაგება შეეზღუდება ასევე საბაჟო ტერმინალს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.