ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ 0,9-იდან 1.5 პროცენტამდე.

„ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აწვდის გაზს თორმეტ წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვის, ადრე თუ გვიან“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი რუსული გაზის მიწოდებაზე, მონაწილეობა მიიღონ დაზოგვის პროცესში.