სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა
სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა. სლოვენიის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყებული წინასწარი მონაცემებით, 54 წლის პოლიტიკოსს არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 53,13%-მა მისცა ხმა.
პაჰორის მეტოქემ, ქალაქ კამნიკის მერმა, 39 წლის მარიან შარეცმა ხმების 46,87% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 40,7% შეადგინა, რაც სლოვენიისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
სლოვენიის პრეზიდენტს მოსახლეობა ხუთი წლით ირჩევს. კანდიდატს აღნიშნული თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.