სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იმიგრაციის მოწინააღმდეგე „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოიპოვა
სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იმიგრაციის მოწინააღმდეგე „დემოკრატიულმა პარტიამ“ მოიპოვა. სლოვენიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების ¾-ის დათვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იანეს იანსას „დემოკრატიულმა პარტიამ” 25% აიღო.
Euronews-ი წერს, რომ იმიგრაციაზე მკაცრი პოზიციის გამო, „დემოკრატიულ პარტიას“ მთავრობის ფორმირება შესაძლოა, გაუჭირდეს. 12%-ით მეორე ადგილზე პარტია „მარიან სარეკის სია“ გავიდა, მესამეზე კი სოციალ-დემოკრატები -10%-ით. 9-9% აიღეს არჩევნებში “მარცხენა პარტიამ” და “თანამედროვე ცენტრისტულმა პარტიამ”.
იანეს იანსა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მოკავშირეა, სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2004-2008, 2012-2013 წლებში იკავებდა. „მარიან სარეკის სია“ იანეს იანსას „დემოკრატიულ პარტიასთან“ კოალიციას გამორიცხავს.