სლოვენიის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები
სლოვენიის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სლოვენია კიდევ ერთხელ აცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 15 წლისთავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.