სლოვენიის პრეზიდენტი - მშვიდობიანი ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დამდგარა თავდაყირა, სიგნალები დიდი ხნით ადრე იყო, მაგალითად, საქართველო 2008 წელს, მაგრამ ჩვენ არასწორად წავიკითხეთ
ჩვენი მშვიდობიანი ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დამდგარა თავდაყირა. სიგნალები 24 თებერვლამდე გაცილებით ადრე იყო და ჩვენ ისინი არასწორად წავიკითხეთ. მაგალითად, საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014 წელს, – ამის შესახებ სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს შეცდომა იყო.
„ჩვენ ისინი აღვიქვით, როგორც დაუკავშირებელი ეპიზოდები და არა როგორც უფრო დიდი გამოწვევების სიმპტომები. ეს შეცდომა იყო. ზუსტად 99 დღის წინ, პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ეჭვს არ ბადებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ჩვენს აღმოსავლელ მეგობრებს ებრძვის, უკრაინას თავს იმიტომ დაესხნენ, რომ გაბედა, ყოფილიყო პუტინის რუსეთზე განსხვავებული, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლის გამო. რუსეთის რეჟიმი აწარმოებს ომს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ“, – განაცხადა სლოვენიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.