სლოვენიის პრემიერი - ევროკავშირის ლიდერების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მძლავრი გზავნილის გაკეთებას, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა მიენიჭება
ევროკავშირის ლიდერების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მძლავრი გზავნილის გაკეთებას, რომ მას საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა მიენიჭება.
„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანსამ ვერსალში, ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს განაცხადა.
„ხვალ არა რა თქმა უნდა, ხვალ მათ უბრალოდ შეუძლიათ, კანდიდატები გახდნენ“, – განაცხადა იანსამ.