სლოვენიის პრემიერი – ევროკავშირის ლიდერების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მძლავრი გზავნილის გაკეთებას, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა მიენიჭება

13:24, 11.03.2022

ევროკავშირის ლიდერების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ მძლავრი გზავნილის გაკეთებას, რომ მას საბოლოოდ ევროკავშირის წევრობა მიენიჭება.

„როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანსამ ვერსალში, ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს განაცხადა.

„ხვალ არა რა თქმა უნდა, ხვალ მათ უბრალოდ შეუძლიათ, კანდიდატები გახდნენ“, – განაცხადა იანსამ.

მსგავსი