სლოვენიაში 12.5 კილომეტრზე გამართული გამოდევნებით რბოლა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბოემ მოიგო | ბიატლონი
დღეს, სლოვენიურ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, კაცებში 12.5 კილომეტრზე გამოდევნებით რბოლა გაიმართა.
პირველი ადგილი ნორვეგიელმა ბიატლონისტმა, იოჰანეს ბოემ მოიგო, რომელმაც ფრანგ სპორტსმენს ფოტოფინიშით აჯობა. მისი დრო 30წუთი 20,4 წამი იყო. მეორე ადგილზე ფრანგი ფილონ მალე გავიდა, მესამეზე კი რუსი ალექსანდრ ლოგინოვი.