სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
პრეზიდენტის პოსტისთვის მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარე პიტერ პელეგრინი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იბრძვიან.
საარჩევნო უბნები ქვეყანაში 07:00 საათზე გაიხსნა და ხალხს არჩევანის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნება.
მედიის ცნობით, პირველი ტურის შემდეგ დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ივან კორჩოკის წარმატება, რადგან გამოკითხვებით ის მანამდე არ ლიდერობდა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით კი, პიტერ პელეგრინი ლიდერობს.