სლოვაკეთში, ძლიერი ქარიშხლის შედეგად მუსიკალურ ფესტივალზე, სულ მცირე, 34 ადამიანი დაშავდა
სლოვაკეთში, ძლიერი ქარიშხლის შედეგად მუსიკალურ ფესტივალზე, სულ მცირე, 34 ადამიანი დაშავდა

სლოვაკეთში, ძლიერი ქარიშხლის შედეგად მუსიკალურ ფესტივალზე, სულ მცირე, 34 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი ტრენჩინის აეროდრომზე იმართებოდა. ძლიერმა სტიქიამ ფესტივალის ტერიტორიაზე მდებარე კარვები დაშალა.

როგორც მედია წერს, კარვების ქვეშ ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან 34 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუშინ ქარიშხალი პოლონეთის ჩრდილოეთ რეგიონსაც დაატყდა თავს, რის შედეგადაც ერთ-ერთი დასასვენებელი ცენტრი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, განადგურდა.