სლოვაკეთში გამომძიებელ-ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი ქალი მოკლეს. როგორც BBC იტყობინება, სამართალდამცველები მკვლელობის მოტივად ჟურნალისტის საქმიანობას ასახელებენ.
სლოვაკეთის მთავრობამ გამოძიებისთვის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ჯილდოს სახით მილიონი ევრო დააწესა.
27 წლის იან კუჩაკი და მარტინა კუსნიროვა ბრატისლავას მახლობლად მდებარე სოფელში, სახლში მოკლეს.
კუციაკი სააგენტო Aktuality.sk-ის რედაქციაში მუშაობდა. მისი ბოლო სტატია 9 თებერვალს გამოქვეყნდა და ბრატისლავაში მდებარე ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსთან დაკავშირებულ საგადასახადო თაღლითობას ეხებოდა.
აღნიშნულმა საქმემ სლოვაკეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. აქტივისტებმა შინაგან საქმეთა მინისტრი სამშენებლო კომპანიებთან გარიგებაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
ამას გარდა, როგორც მოკლული ჟურნალისტის კოლეგამ ტომნიკოლსონმა განაცხადა, კუციაკი ევროპული ფონდების თანხებით თაღლითობასა და ამ საქმესთან იტალიური მაფიოზური კლანის „ნდრანგენტას“ შესაძლო კავშირს იძიებდა.