სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთთან კავშირის გამო თანამდებობიდან გადადგა
სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთთან კავშირის გამო თანამდებობიდან გადადგა

სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთთან კავშირის გამო თანამდებობიდან გადადგა. მარტინ გლვაცი ადასტურებს, რომ ნამდვილად იცნობს ბიზნესმენ მარიან კოცნერს, რომელიც ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს.

გასულ კვირას, სამართალდამცველებმა დაასრულეს გამოძიების პირველი ეტაპი, რომელიც ერთგვარ ტესტად განიხილება სლოვაკეთის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისთვის.  პროკურატურამ ბრალი წაუყენა კოცნერსა და კიდევ სამ პირს ჟურნალისტ იან კუციაკის მკვლელობისთვის, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში კორუფციის თემას იკვლევდა. ჟურნალისტი საცოლესთან ერთად ბრატისლავაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. კოცნერი და მისი ორი სავარაუდო მოკავშირე თავს უდანაშაულოდ ცნობენ, მეოთხე ეჭვმიტანილმა სროლის ფაქტი აღიარა. მეხუთე ეჭვმიტანილმა  მკვლელობაში თანამონაწილეობა დაადასტურა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის სასამართლოში ის მოწმის სახით წარდგება.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ყოფილი ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ მის მსგავსად პოსტიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი და ოპოზიციონერიც წავა.