სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთელი დემოკრატიული წყობის მკვლელობის მცდელობა სწრაფად იქნება გამოძიებული
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთელი დემოკრატიული წყობის მკვლელობის მცდელობა სწრაფად იქნება გამოძიებული

ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთელი დემოკრატიულ წყობის მკვლელობის მცდელობა რაც შეიძლება სწრაფად იქნება გამოძიებული, – ამის შესახებ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მატუშ შუტაი ეშტოკი აცხადებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, აღნიშნული ფაქტი მისთვის საშინელი იმედგაცრუებაა.

„საშინელი დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. პირველად ჩვენი დემოკრატიული სუვერენული რესპუბლიკის 31 წლის განმავლობაში, ვიღაცამ გადაწყვიტა, გამოხატოს პოლიტიკური მოსაზრება არა არჩევნებში, არამედ იარაღით ქუჩაში. ეს პირადად ჩემთვის საშინელი იმედგაცრუებაა, როგორ წარიმართა ჩვენი ერთობლივი მცდელობა, მივეკუთვნოთ მოწინავე ქვეყნების ცივილიზებულ სამყაროს“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სლოვაკური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.