სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, იგორ მატოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ბიბისი“ წერს, რომ იგორ მატოვიჩს „კოვიდ-19“ სავარაუდოდ, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გადაედო.
მატოვიჩის გარდა, სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა, რომელსაც „კოვიდ-19“ გუშინ დაუდასტურდა.
მატოვიჩმა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შესახებ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე განაცხადა.
სლოვაკეთში პანდემიის შემდეგ გამოვლენი დაინფიცირების 146 00 შემთხვევა, მათ შორის 1 400 პაციენტი გარდაიცვალა.