სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, იგორ მატოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ბიბისი“ წერს, რომ იგორ მატოვიჩს „კოვიდ-19“ სავარაუდოდ, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გადაედო.

მატოვიჩის გარდა, სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც იმყოფებოდა, რომელსაც „კოვიდ-19“ გუშინ დაუდასტურდა.

მატოვიჩმა „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის შესახებ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე განაცხადა.

სლოვაკეთში პანდემიის შემდეგ გამოვლენი დაინფიცირების 146 00 შემთხვევა, მათ შორის 1 400 პაციენტი გარდაიცვალა.