სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოში განაცხადეს, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ფიცოს საცხოვრებელ ბინასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

რობერტ ფიცო ბანსკა-ბისტრიციდან დედაქალაქ ბრატისლავაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.