სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
მისი ცნობით, რობერტ ფიცოს ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 31 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდეა დაგეგმილი.
ჩინეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ფიცოს ვიზიტი ჩინეთში პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის მიწვევით ხორციელდება.
მიმდინარე წელს ჩინეთი და სლოვაკეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.